გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ადვოკატი - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, შეუძლებელია, მათ ვენდოთ

22-01-2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან.

საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბრალდების დადგენილებას დაცვის მხარე არ ეთანხმება. როგორც კაკაბაძემ სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მოწმის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.

მისივე თქმით, გამოძიებამ საქმის მიმდინარეობისას ბევრი შეცდომა დაუშვა.

„შესავალ სიტყვაში მხარეები საკუთარ პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ. ვისაუბრებთ იმაზე, რომ არ ვეთანხმებით ბრალდების დადგენილებას. ამ ეტაპზე ხდება საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება.

უნდობლობის მიზეზია ის, რომ არ არის დადგენილი ბევრი დეტალი. არ არის კონკრეტული პიროვნებების სახელები დადგენილი, ვინც ჩხუბში მონაწილეობდა. მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და შეუძლებელია მათ ვენდოთ.

მიგვაჩნია, რომ გამოძიება თავის დროზე არასწორ გზას დაადგა და დაუშვეს ბევრი შეცდომა. მივიღეთ არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე“,- განაცხადა ადვოკატმა.

 

1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031