23-11-2018
ორდღიანი წვიმისა და უამინდობის გამო, ქედის მუნიციპალიტეტში ოთხ ადგილზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც შიდა სასოფლო გზები ჩაიკეტა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
სოფელ ზვარეში მცხოვრები 34 ოჯახი საავტომობილო გზით სავარაუდოდ, ხვალიდან ისარგებლებს, რადგან გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დასრულდება. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
რაც შეეხება სოფლებს გუნდაურს, მერისსა და ვაიოს, აღნიშნული მონაკვეთებბზე მცირე მეწყრული კერები იყო და უკვე გაიწმინდა და მოძრაობა განახლდა.
16-11-2024
16-11-2024