23-11-2018
თბილისის ცენტრში, რიგის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ორი, 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილები ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათი მდგომარეობის შესახებ არც ექიმები და არც ახლობლები კომენტარს არ აკეთებენ.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა უკვე ცნობილია და თუმცა დაკავებული არ არის.
საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.