გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კოვზანაძე: ჩვენ 600 000-მდე მოქალაქეს ფინანსური წნეხისგან ვათავისუფლებთ

23-11-2018

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი კოვზნაძეს განცხადებით, საქართველოს 600 000-მდე მოქალაქე  ფინანსური წნეხისგან გათავისუფლდება.

 

„თითოეული ოჯახის ცხოვრებაში ეს  მნიშვნელოვანი მოვლენა არის. ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო დაგროვილი, ჭარბვალიანობა  მათთვის მთავარი პრობლემა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები  ამ პრობლემისგან თავისუფლდებიან. ერთ წელზე მეტია ამ თემაზე  მუშაობა მიდის, მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ბახტაძისაგან. ახლა ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს: ერთი- ამ პრობლემისგან გათავისუფლება, ანუ ვალების განულება მოხდება და ანალოგიურად, საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც  ვალების დაგროვებას გამორიცხავს, ანუ ორი პროცესი გვექნება - ვალების განულება და ვალების არ დაგროვება. აქედან გამომდინარე, ჭარბვალიანობის პრობლემაც  საქართველოს საფინანსო სექტორში მოიხსნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.


ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პროცედურები გვექნება, ვალების  600 000-მდე საქართველოს მოქალაქისთვის განულება, ანუ, პრაქტიკულად, თითქმის ყოველი მეექვსე ჩვენი თანამემამულე  წლების განმავლობაში დაგროვილი ამ პრობლემისგან გათავისუფლდება და პირველი იანვრიდან პასუხისმგებლიანი დაკრედიტება ძალაში შევა, რომელიც გულისხმობს ვალების არ დაგროვებას. ეს არის საშვილიშვილო პრობლემისგან გათავისუფლება  საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031