გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი და არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდნენ

25-11-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მოსახლეობას შეხვდა.


მინისტრმა ბახვის, ცხემლისხიდისა და ვაკიჯვრის მოსახლეობას განუცხადა, რომ ერთ წელიწადში მოხდება აღნიშნული სოფლების 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა.


„გვქონდა საშუალება, მოსახლეობისთვის გაგვეცნო ინფორმაცია წყალმომარაგების პროექტის თაობაზე. ბევრი წლის განმავლობაში ეს ადამიანები ითხოვდნენ წყლის სისტემის მოწესრიგებას. ჩვენ მოვახერხეთ, წყალმომარაგების კომპანიაში გამოგვეძებნა ეს რესურსი. ამ სოფლებში საერთოდ არ იყო წყალმომარაგების სისტემა. ერთ წელიწადში კი პრობლემა მოგვარდება“,- განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.


ბახვში გამართულ შეხვედრას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031