გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახო ხუზმიაშვილი: აქამდე არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფაბრიკის პრესსამსახური ვიყავით და სიგარეტის გაყიდვებზე იყო ტელეკომპანია "იბერია"

25-11-2018

ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი "ომეგა ჯგუფთან" და ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ამოვიდა ყელში!


ამდენი თვეა დავდივარ და ზაზა ოქუაშვილს ვამართლებ და ვიცავ ყველგან და ამ კაცს ერთხელაც არ მოვუკითხივართ. ჩვენ ხომ მარტო ჟურნალისტები არ ვართ! ხომ ველაპარაკებით ჩვენ ჩვენ ოჯახებს, მეგობრებს, მეზობლებს - ეხლა ამათთანაც კი მრცხვენია. მის გვერდით მაშინ ვიდექი, როცა "იბერიას" არბევდნენ და მაშინ ვინც იარაღს გვადებდა და ძირს გვყრიდა, დღეს ოქუაშვილი იმასთან ერთადაა.


აქამდე არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფაბრიკის პრესსამსახური ვიყავით და სიგარეტის გაყიდვებზე იყო დამოკიდებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იბერია".


ეთქვა მაინც მამაცხონებულს! ყველა ჩვენ ჩვენ არჩევანს გავაკეთებდით.


რატო მაქვს პრეტენზია? იმიტომ რომ შეუძლებელია სადღაც მართალი იყო და სადღაც გადამგდები! რაც არ უნდა შეგვიფუთოს ამ კაცმა, რომლის გამო აქციებზე ხმა გვქონდა ჩახლეჩილი, იმის ღირსად მაინც უნდა ჩავეთვალეთ თავისივე თანამშრომლები რომ წესიერად აეხსნა რა უნდოდა და რა მოტივით გვიყენებდა ამდენი ხანი.


ზაზა ოქუაშვილს მარტო სიგარეტის ბიზნესი არ აქვს და ამიტომ ვთხოვ პასუხს, მისი ერთი ბენტლის საბურავის ფასად, წესიერ და თავისუფალ ჟურნალისტებს ვალს გადაუხდიდა.


ტეხავს ამ კაცზე რომ მიწევს ასე წერა, მაგრამ ის უფრო ტეხავს, ასე რომ იცავ და ყველას და ყველაფრის გადამგები რომ აღმოჩნდა.


ყველაზე მეტად ვერ ვიტან მსხვერპლის პოზიციაში ყოფნას, მაგრამ როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვინც ამ მდგომარეობით არა მხოლოდ სიამოვნებას ღებულობენ, არამედ სარგებელსაც ნახულობენ.


ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ტელეკომპანია „იბერია“ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო „მსხვერპლად“, ის სწორედ ამ მიზნით იყო შექმნილი და ოქუაშვილი მუდმივად ელოდებოდა მომენტს, როცა ამ მსხვერპლს ყველაზე სარფიანად შეწირავდა. ეს მომენტიც დადგა"-წერს ხუზმიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031