გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე იხსნება

26-11-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანზიებით, თერჯოლაში, ნავენახევის მღვიმე, ახალი ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურით ხვალ გაიხსნება.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე. მათივე ინფორმაციით, მღვიმეში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა და მოეწყო ეკო-ტურისტული ბილიკი. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით იყო დაფინანსებული.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031