ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ 2017 წელს აზერბაიჯანიდან არადეკლარირებულად 80 მილიონი აშშ დოლარი, ხუთ მილიარდზე მეტი რუსული რუბლი და 249 ათასი ევრო იქნა გატანილი.
საქმეზე დაკავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები: მამედოვ აგილ კამანდარ ოღლუ, მუსტაფაევი მუსტაფა აბუზარ ოღლუ და ბაბაევი ადალიატ ოღლუ, ასევე საქართველოს მოქალაქე - იზმაილოვი მამედ გაშიმ ოღლუ.
საქმეზე საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედება გრძელდება.