გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„არა ნაციზმის“ წევრებმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

26-11-2018

სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლებმა და აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისადმი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გამო, „რუსთავი2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.


"შეგვაქვს საჩივარი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მისი გამონათქვამების გამო. ეს არის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებები და ქმედებები. ჩვენ გვაქვს 10 000 ხელმოწერა, რომელსაც დავურთავთ ამ სარჩელს. გვარამიას მხრიდან გაკეთებული განცხადებები იყო პატივისა და ღირსები შემლახავი, მაგალითად: ყველა, ვინც აძლევს ხმას სალომე ზურაბიშვილს და ვინც არის ზურაბიშვილის მომხრე, გიმახსოვრებთო, სადაც იქნებით იქ მოგწვდებით, ჯერ ამათ წავაგებინებთ და და შემდეგ თქვენთან გადმოვალო.


ჩვენი მოთხოვნაა, საჯაროდ ბოდიშის მოხდა სრულიად საზოგადოების წინაშე. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აძლევს სალომე ზურაბიშვილს ხმას და ამაში შედის ყველა ის ადამიანი, ვისაც მიაყენა შეურაცხყოფა“,- განაცხადა ია მეტრეველმა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031