გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სახელმწიფო სოფლად სახლს კიდევ 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს უყიდის

26-11-2018

ჯანდაცვის სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ 400-ზე მეტ ოჯახს სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სახლს უყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.


სახლების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო. 


კომისიამ „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 600-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადი განიხილა და 400-ზე მეტი დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.


„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.


2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი უკვე 2534 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930