27-11-2018
მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ბათუმის მერიაში 12:00 საათზე ბრიფინგია გაიმართა, სადაც ის ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარადგინა.
სოფო ხალვაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "აჭარის ტელევიზიაში" სხვადასხვა გადაცემის წამყვანად მუშაობდა. ის ტელეეთირიდან მას შემდეგ დროებით მოიხსნა, რაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
16-11-2024
16-11-2024