გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თვითმფრინავი, რომელსაც საწვავი არ სჭირდება, უკვე რეალობაა

28-11-2018

  • ამტკიცდა, რომ ჰაერზე მძიმე მასამ შესაძლოა 60 მეტრი პროპელერების გარეშეც დაფაროს
  • ამ თვითმფრინავით ადამიანებს ჯერ ვერ გადააადგილებენ

მეცნიერებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ მომავლის თვითმფრინავისკენ და შექმნეს იონის ძრავიანი თვითმფრინავი, რომელსაც ჩვეულებრივი თვითმფრინავისგან განსხვავებით არ აქვს მოძრავი ნაწილები და არ სჭირდება საწვავი. ეს არის ე.წ. ელექტროაეროდინამიკური თვითმფრინავი, რომელმაც 60 მეტრი წარმატებით გაიფრინა, რაც ამტკიცებს, რომ ამ მანძილზე ჰაერზე მძიმე ნაკეთობა შესაძლოა პროპელერების გარეშეც გაფრინდეს.

“ავიაციის მომავალი არ არის პროპელერები და ტურბინები. მომავლის თვითმფრინავები უნდა ჰგავდეს ლურჯად მანათობელ, ჰაერში მსუბუქად მოძრავ თვითმფრინავებს სტარ ტრეკიდან” - ახალი თვითმფრინავის ერთ-ერთი შემქმნელი, სტივენ ბარეტი. 

ამ დროისთვის ტექნოლოგია შეზღუდულია, რადგან ეს თვითმფრინავის ჯერ კიდევ საცდელი ვერსიაა და მისი შემქმნელები ვერ გვპირდებიან, რომ ამ თვითმფრინავით უახლოეს მომავალში მგზავრებს გადაიყვანენ. თუმცა ტექნოლოგიის დახვეწამ შეიძლება სხვა ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყოს ხელი. მაგალითად, შესაძლებელია დაიხვეწოს დრონები და მისგან გამოწვეული ხმაური საგრძნობლად შემცირდეს, რადგან ამ ტექნოლოგიით შექმნილ დრონებს ხმაურის გამომწვევი მთავარი მიზეზი, პროპელერები არ ექნება. 


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930