გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: უცხოელები გაოგნებულები არიან სიცრუის იმ ნაკადით, რაც „რუსთავი2“-დან მოდის

28-11-2018

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს ოპოზიციის მხრიდან სავარაუდოდ ექსცესები მოსალოდნელია, თუმცა მობილიზება მეორე მხარესაც არანაკლებია.

ამის შესახებ ივანიშვილმა, საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე ღირსებისა და სამართლიანობის განვითარებისთვის, რათა საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ უკან. ეს წლები კარგად გახსოვთ თქვენ, რომლის შემოქმედიც იყო ძალა, რომელიც დღეს წარმოადგენს ოპონენტს. ჩვენ მათი ხელწერა კარგად ვიცით.

ამასთან, კარგად იგრძნობა მოსახლეობის მობილიზება, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს.

რა თქმა უნდა იქნება ექსცესების მცდელობა, მაგრამ მობილიზება მეორე მხრიდანაც არის საკმარისზე მეტი და ნახეთ, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულად უპასუხა. ასე მოხდება დღესაც.

კიდევ ერთხელ ვამბობ, აგრესიული ფონის შექმნის მცდელობები იქნება ძალიან დიდი. რაც შეეხება მედიას, „რუსთავი 2“ უამრავ სიცრუეს ამბობს.

უცხოელები გაოგნებულები არიან სიცრუის იმ ნაკადით რაც „რუსთავი2“-დან მოდის. 

ამ ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, 10-დან 9 შემთხვევაში როგორც წესი, სიცრუეა.
მაგრამ მობილიზება არის ძალიან კარგი, დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ სიტუაციაში. ასევე, არასამთავროებიც საბოლოო ჯამში მე მგონი სწორ განწყობაზე დგანან და დღევანდელი არჩევნები ობიექტურად შეფასდება. ძალიან დიდი სურვილია იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ჩვენ ვართ განათლებული და ღისეული ერი, კულტურული ერი და ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და ვამხილოთ ის უკულტურობა, რასაც ოპონენტები ავლენენ“-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031