28-11-2018
მკვლელობა მოხდა ქობულეთში. სოფელ ჩაისუბანში შუახნის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
როგორც Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
უწყებაში უარყვეს ცნობა იმის თაობაზე, რომ კაცს მას შემდეგ ესროლეს, როდესაც საარჩევნო უბნიდან გამოვიდა.
მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
16-11-2024
16-11-2024