გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზღვარგარეთ არჩევნები 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში ტარდება

28-11-2018

საზღვარგარეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს, 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში ტარდება. ამ დროისათვის საარჩევნო პროცესი 52 უბანზე მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნები 8-დან 24 საათამდე იმუშავებს.

ყველა უბანზე არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მეორე ტურის წინ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს:

გადაამოწმეთ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები https://map.cec.gov.ge

გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ ქალაქში, სადაც თქვენი საარჩევნო უბანია განთავსებული.

დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.

ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე

აუცილებელია ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი ვადიანი მოწმობა.

საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის ქვეყანაში საელჩოს/საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზს http://bit.ly/ConsularHotLine

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა (სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები) მაქსიმალურად უზრუნველყვეს საარჩევნო გარემოსათვის აუცილებელი პირობები. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები შეფერხების გარეშე განახორციელებენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და საკუთარ წვლილს შეიტანენ არჩევნების სათანადო დონეზე ჩატარებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031