28-11-2018
ახალქალაქში, N69 კუმურდოს საარჩევნო უბანზე კაბინაში ხმის მისაცემად შესულ კომისიის წევრს ბიულეტენი დახვდა, რომელზეც გრიგოლ ვაშაძე იყო შემოხაზული. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ამ უბანზე ოთხი საჩივარია დაწერილი.
პირველი საჩივარი კუმურდოს უბანზე დილით, უბნის გახსნამდე 07:30 საათზე საიას დამკვირვებელმა მაგდა თურმანიძემ დაწერა. ამ დროს უბანზე კომისიის სულ ოთხი წევრი იყო და საჩივარში ეს დააფიქსირა.
მეორე საჩივარი „ძალა ერთობაშიას“ წარმოამდგენლმა თამარ ჭანკოტაძემ დაწერა. იგი სპეცსიით უბანზე ხმას აძლევდა. კაბინაში მას ბიულეტენი დახვდა, რომელზეც ხუთი ნომერი იყო შემოხაზული: „ფოტოს გადაღება მოვასწარი, მერე კომისიის წევრმა ხაჩიკ ავეტისიანმა გადახია და გადააგდო.
მესამე საჩივარი დაწერა „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ წარმომადგენელმა. მისი თქმით, ერთ–ერთი ამომრჩეველი მარკირებიანი ამომრჩეველი შეუშვეს და ხმა მიაცემინეს.
მეოთხე საჩივარი იმაზე დაიწერა, რომ ამომრჩეველი ხმას მარკირების გარეშე აძლევდა, ის „პარლამენტართა საზოგადოების წარმომადგენელმა“ სოფო გელენიძემ კაბინიდან გამოიყვანა და მარკირება გააკეთებინა, შემდეგ კი ამაზე საჩივარი დაწერა.
დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
16-11-2024
16-11-2024