28-11-2018
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლთა აქტივობამ 17:00 საათის მონაცემებით 47.31% შეადგინა, რაც რიცხობრივ გამოხატულებაში 1 662 453 მოქალაქეს უდრის.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭს მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იყრიან.
აქტივობის დღევანდელი მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე პირველი ტურის ანალოგიური პერიოდის აქტივობის მაჩვენებელი.