გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა

2-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღება 21 ნოემბერს დაიწყო. ამ დროისთვის უწყებაში 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა, მათი ნახევარი რეგიონებიდანაა.


როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს აძლევს შანსს, გაიაროს კონკურსი და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მოხვდეს. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები ფასიან სტაჟირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაივლიან.


სისტემური განახლების ფარგლებში, სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ასევე, საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით.


უწყებამ უკვე შეაფასა მოქმედ გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მიღებული შედეგების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. ასევე, სამინისტროს მიერ შემუშავებულია გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, გაიზარდა გამომძიებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი, რომლის მიზანიც არის უწყებაში მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930