გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუდგინდა, აღსაზრდელები  სპეციალურ შემოწმებას გაივლიან

23-01-2018


 

 

თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუდგინდა. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო იუწყება.

 

მათივე ცნობით, პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გაივლიან სპეციალურ შემოწმებას.  

 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

“თბილისის 152- ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა ტუბერკულოზის ნიშნები. ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი.

ფილტვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის ცენტრის რეკომენდაციით, პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გაივლიან სპეციალურ შემოწმებას. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ხარჯებს სრულად დააფინანსებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.

თბილისის ბაღების პერსონალი გეგმიურად გადის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოკვლევებს. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენის მიზნით”-ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031