გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ზუგდიდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

2-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს.


დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე- 5 ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930