გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: მოღალატეობრივი საქციელის გარდა გრიგოლ ვაშაძე არაფერში არ არის შემჩნეული

2-12-2018

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ გულისხმობენ მოლაპარაკებას სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, ისინი გულისხმობენ მოლაპარაკებას ვაშაძის გაპრეზიდენტების და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე და იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს მილიონ ას ორმოცდაათი ათასი ადამიანი, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა.


„მათ მიერ მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ როგორმე შვიდას ოთხმოცი ათასი ადამიანი, მათი მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში - თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან. ოპოზიციაში იქნება პარტიები, იქნება ხალხი, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია იყოს ხალხი, ვისაც ის სისხლისღვრა უნდა, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს. დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის: ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ, კანონიერ გზაზე, მეორენი დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს. სააკაშვილის გამოსვლაც ვნახეთ რომ იყო შუაში, მის შემდეგ გამოვიდა ბაჩუკი ქარდავა და კიდევ სხვები, რომელთაც საზოგადოება ლიდერებად არ ცნობს. თუ საზოგადოება, მათი ამომრჩეველი იქნება ისევ იმ პოზიციაზე, ეს, რასაკვირველია, ნორმალური, დემოკრატიული მოვლენაა, თუმცა არ მეგულება ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდეს დაძაბულობის იმ ფორმას და იმ დონეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, მათ შორის, თუდაც ძალიან მოკრძალებულად, მაგრამ ვაშაძეც ამ პოზიციას იზიარებს.


ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ პრეზიდენტთან დაკავშირებით სწორი არჩევანი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, ვისაც ბიოგრაფიაში რაღაც მნიშვნელოვანი აქვს გაკეთებული და ამის მთელი სია შეიძლება ჩამოითვალოს, მაშინ როდესაც, ვაშაძეს ყველაზე მაქსიმუმი რაც ჰქონდა გაკეთებული ეს იყო უცხოეთში ჯგუფებთან ერთად ყოფნა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან ის ადამიანებს მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ ზონაში, თითქოს რუსეთი არ იყო შემოჭრილი საქართველოში მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცოდა რა ხდებოდა ჩვენს თავს; ასე რომ, მოღალატეობრივი საქციელის გარდა ვაშაძე არაფერში შემჩნეული არ არის. გადახედეთ ლიდერებს, ვინც დღეს ხალხს დაძაბულობიკენ მოუწოდებს და დასკვნებს თავად გააკეთებთ“-განაცხადა ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930