გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიღწია

3-12-2018

ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიღწია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის ვიცე-მერმა კოტე თოფურიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის პირველადი მონაცემები, რადგან სპეციალური კომისია ზარალის აღწერას ამ დრომდე აგრძელებს.


წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 94 კერძო სახლი და მუნიციპალურ ბალანსზე არსებული 40 ობიექტი.


„პირველადი დახმარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 10 ათასი ლარი, დანარჩენი თანხა კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. უბნებზე, სადაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, ამ დრომდე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება,“ – განაცხადა კოტე თოფურიამ.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031