3-12-2018
"ძალიან დასანანია, რომ მთავარსარდლად გვეყოლება ისეთი ადამიანი, ვინც საკუთარ ჯარს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებასა და მძინარე მოქალაქეების დაბომბვაში ადანაშაულებს. ეს ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ არაფერი დამთავრებულა, ზურაბიშვილი და ივანიშვილი კი არა, თემურ-ლენგი და შაჰ-აბასი ჰყავს ამ ქვეყანას მონელებული", - განაცხადა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, "სულ რომ ფრთიანი ანგელოზებით იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკომპლექტებული, როდესაც ჭარბი ძალაუფლება გაქვს, ცდუნება იმდენად დიდია, ძალაუფლება ცუდად გამოიყენო, ვერ უძლებ"
მიეტმასნა "ნაციონალებს", ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია? ეს მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკი იყო, ვაშაძის ასოცირება რომ არ მომხდარიყო სააკაშვილთან. სააკაშვილი ევროპაში თბილად არის და სხვებს ეუბნება, აღმართეთ ბარიკადები და შეაკვდით ჩემი გულისთვისო. მან ვერ გააცნობიერა, რომ ვაშაძის ხმების უმეტესობა მისი მხარდამჭერების კი არა, იმ ხალხის იყო, რომელსაც ეს ხელისუფლება ყელში ამოუვიდა. ამიტომ არის საჭირო მრავალპარტიულობა და კოალიციური მთავრობა, რომ საზოგადოებას არჩევანი ჰქონდეს.
სულ რომ ფრთიანი ანგელოზებით იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკომპლექტებული, როდესაც ჭარბი ძალაუფლება გაქვს, ცდუნება იმდენად დიდია, ძალაუფლება ცუდად გამოიყენო, ვერ უძლებ. მრავალპარტიულობაა გამოსავალი, რათა მთავრობის ფორმირება მარტივად არ მოხდეს და იყოს დიალოგი, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, კომპრომისი და ა.შ." - განაცხადა ელისაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024