გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა 25 პროცენტით ძვირდება

3-12-2018

გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა 25 პროცენტით ძვირდება. განახლებული ტარიფები მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გამოაქვეყნა.

წინა სეზონზე 1-დღიანი აბონემენტის ფასი 40 ლარს შეადგენდა, წელს კი, 50 ლარი იქნება. 2-დღიანი მულტიპასის ღირებულება 80-დან 100 ლარამდე იზრდება. თუ 10-დღიანი აბონემენტი 320 ლარი ღირდა, ახალი ფასი 400 ლარია.


გუდაურში საბაგიროზე ერთი ასვლის ღირებულება კვლავ 10 ლარი იქნება. ასევე 10 ლარი ეღირება ახალი საბაგირო კობი-გუდაურითსარგებლობა და ღამის სრიალი.


7-დღიანი მულტიქარდის ღირებულება, რომელიც გუდაურზე, ბაკურიანზე, გოდერძიზე და სვანეთზე ვრცელდება, 250 ლარის ნაცვლად, 312 ლარი იქნება. სეზონური მულტიქარდი კი, 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი ეღირება.


ტარიფები ტრადიციულად, მარტის მეორე ნახევრიდან იკლებს. მაგალითად, 1-დღიანი აბონემენტის ფასი გუდაურში 11 მარტის შემდეგ 40 ლარი, 1-ლი აპრილის შემდეგ კი, 30 ლარი იქნება.


წინა სეზონთან შედარებით, უცვლელია საბაგიროების ღირებულება ბაკურიანის, გოდერძისა და სვანეთის კურორტებზე.

ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნა 8 დეკემბრიდან დაიწყება.


კურორტ გოდერძიზე სეზონი 8 დეკემბერს გაიხსნება, გუდაურში – 15 დეკემბერს. ამასთან, დიდველის სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს, თეთნულდი-ჰაწვალის და კოხტა-მიტარბის ტრასები – 22 დეკემბერს.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930