გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი, რომ “ნაცმოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ვერ მოახერხებს

3-12-2018

„თავიდანვე ვამბობდით, რომ წაგების შემდეგ, “ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა, გუშინ გამოჩნდა ის, რასაც ვამბობდით, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

მისი შეფასებით, მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.

„შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენს პროცესებში რაიმე დესტაბილიზაციის შეტანას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში. როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია”.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ისმოდა დესტაბილიზაციის მუქარა, თუმცა, ამ მუქარას განხორციელების პერსპექტივა არ აქვს, რადგან ხელისუფლება ფლობს ყველანაირ რესურსს პროცესების სათანადოდ მართვისთვის.

„დესტაბილიზაციის საფრთხეს რაც შეეხებოდა, ამაზე პირდაპირ აკეთებდნენ განცხადებებს სააკაშვილი, ვაშაძე და სხვები, შკლიაროვი არჩევნებამდე. შესაბამისად, აქ არ იყო საუბარი ვარაუდებზე. ეს იყო მუქარა, რომელიც გვესმოდა ჩვენ სააკაშვილის, ვაშაძის, შკლიაროვის მხრიდან, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ამას განხორციელების პერსპექტივა არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის მართვაზე და ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მართოს სათანადოდ პროცესები“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის მიერ მიცემული ვადაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს საკუთარი დღის წესრიგი აქვს.

„ვადას რაც შეეხება, ეს არ არის სერიოზული და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი არის ქალაქის განვითარება, ქვეყნის განვითარება. ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება, რა თქმა უნდა, ინაუგურაციისთვის, რომელიც შედგება 16 დეკემბერს და ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ყველას მოვუწოდებ, რომ ისინიც ასეთივე დღის წესრიგით დაკავდნენ, თუმცა ამის პერსპექტივა ნაკლებად აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც იქაჩება იმაზე, რის თავიც ნამდვილად არ აქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე არასერიოზულია ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების შედეგების გაბათილების შესახებ.

„ესეც მორიგი არასერიოზული ინიციატივაა. ყველანაირი ასეთი ინიციატივა არის განწირული, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციას არავითარი პერსპექტივა არ აქვს.

„ჩვენ ვნახეთ მათი „დიდი“ აქცია გუშინ და ამ გუშინდელ აქციაზე გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ შექმნან რაიმე დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ იქ ხდებოდა, იყო კომიკური და არასერიოზული. მათ შორის ის ინიციატივები, რომლებიც გაჟღერდა მათი მხრიდან. არანაირი პერსპექტივა საქართველოში არ აქვს დესტაბილიზაციას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031