23-01-2018
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ მისი ადვოკატი ელდარ გვალია აცხადებს.
მისივე ინფორმაციით, დაკავებული განმარტავს, რომ საქართველოს მტერი არასდროს ყოფილა.
„ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. სხვას ვერაფერს გეტყვით. არანაირ ზეწოლას მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. საქმესთან დაკავშირებით არაფერზე არ საუბრობს. ერთი ვიცი, რომ არის პატიოსანი ადამიანი, 2003 წლიდან ეკლესია-მონასტრებს აშენებს საქართველოში და მისი განმარტებით, ის არასდროს საქართველოს მტერი არ ყოფილა," - განაცხადა ადვოკატმა.
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი პირი გუშინ დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
19-12-2024
18-12-2024