გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: კარგი იქნება თუ ოპოზიციაში უახლოეს თვეებში პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას შევძლებთ

23-01-2018

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს. 
აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში ოპოზიციაში პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეჯერებაც უნდა მოხდეს.

„ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ და რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. იმისთვის, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეთ, უნდა განვსაზღვროთ, ვის გარშემო გავერთიანდებით. კარგი იქნება, თუ უახლოეს თვეებში პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას შევძლებთ. ჩვენ უნდა შევარჩიოთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პრაიმერიზში მიიღებენ მონაწილეობას, გამართავენ დებატებს, შემდეგ კი მოსახლეობა თავად გადაწყვეტს თუ ვის ანიჭებს უპირატესობას. სწორედ ამ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ჩვენ ვებრძვით დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც ქვეყნის სათავეში აღარ უნდა დარჩეს. ხალხი მხოლოდ იმიტომ ითმენს, რომ მათ ალტერნატიულ ძალასთან დაკავშირებით აზრი არ აქვთ ჩამოყალიბებული," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031