გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
თეირანის პროტესტი საქართველოდან ირანის მოქალაქეების დეპორტაციის გამო

4-12-2018

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა ბაჰრამ ყასემმა უკმაყოფილება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამას წინათ გადადგმული ნაბიჯის გამო, ირანის მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით.


ამის შესახებ ირანის საინფორმაციო სააგენტო «Tasnim News Agency» იუწყება.


ორშაბათს, ყოველკვირეულ პრეს-კონფერენციაზე, ბაჰრამ ყასემმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ კვირას, ორ დეკემბერს, საქართველომ, თავისი სახმელეთო და საჰაერო საზღვრებიდან, სხვადასხვა მიზეზებით, 200 ირანელი მოქალაქე გააძევა და უკან, ირანში დააბრუნა. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ზოგიერთ დეპორტირებულ მოქალაქეს დოკუმენტები სრულ წესრიგში ჰქონდა, მაგრამ მათ საქართველოში შესვლის ნება მაინც არ დართეს.


„ჩვენთვის უცნობია საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები. ჩვენ ვგმობთ ასეთ მოქმედებას და გვსურს ამ საკითხის გასარკვევად ქართულ მხარესთან მოლაპარაკება გავმართოთ“, - განაცხადა ბაჰრამ ყასემმა.


ირანის საელჩომ თბილისში დაადასტურა, რომ ორ დეკემბერს კავკასიის ამ ქვეყანაში ირანის ათეულობით მოქალაქეს შესვლა აეკრძალა. საელჩო აცხადებს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაიწყება, რათა განმარტებულ იქნეს საიმიგრაციო კანონები და დეპორტაციის მიზეზები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930