გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდათ

4-12-2018


პროკურატურის შუამდგომლობით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებულებს, უკრაინის მოქალაქეებს დ.კ.-ს, რ.მ.- ს, ი.ო.-ს, ი.კ.-ს, ს.კ.-ს, ა.ნ.-ს და საქართველოს მოქალაქეს ლ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2018 წლის 2 დეკემბერს, ქ. თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში „გურუში“ და „ალიანსში“ დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ შვიდივე ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.


ბრალდებულთათვის საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930