გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„kaspiy.az“(აზერბაიჯანი): საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტის კურსი დასავლეთისაკენაა მიმართული

4-12-2018

აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспий»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი განცხადებები, განსაკუთრებით კი რუსეთთან მიმართებით.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ რაუფ ორუჯევის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:


„სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ რომ ახლა რუსეთთან თანამშრომლობისათვის შესაფერისი დრო არ არის. ბრიტანული BBC-ის რუსულ სამსახურის კორესპონდენტთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „ვიცი, რომ ჩემზე შეცდომით ლაპარაკობდნენ - თითქოსდა მე ევროპასა და რუსეთთან ურთიერთობაში ბალანსის შენარჩუნების მომხრე ვარ. ეს ფეიკ-ნიუსია, რადგან მე არასოდეს მითქვამს რუსეთთან ურთიერთქმედების თაობაზე. სანამ რუსეთი ისე იქცევა ოკუპაციის ხაზთან, სანამ იქ ადამიანების გატაცება ხდება, სანამ ეს ხაზი საქართველოს სიღრმეში მოიწევს, თბილისს სულ უფრო უახლოვდება, მანამ ჩვენ რუსეთთან თანამშრომლობა არ შეგვიძლია. არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ბალანსი უნდა დავიცვათ. თუ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები რაღაც ფორმით დაიწყებენ დიალოგს რუსეთთან, მაშინ ჩვენც მათ გვერდით ვიქნებით და თვალს მივადევნებთ, რომ პატივი სცენ ჩვენ პრინციპებს, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება საკმაოდ გაბედულია - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მის უკან საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც, ქართველი პოლიტოლოგების მტკიცების თანახმად, დღემდე ყბადაღებული რუსული „გაზპრომის“ აქციების მფლობელია. განა მოეწონება პრეზიდენტის სიტყვები ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც კრემლის ფარულ აგენტად თვლიან? გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკური ძალების ელექტორატმაც, რომლებთაც კრემლის რეჟიმის მიმართ თბილი გრძნობები აქვთ. კერძოდ, საპარლამენტო პრორუსული პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ მომხრეებმაც. ჰოდა, რა უნდა იფიქროს სალომეს სიტყვების შემდეგ ქართული საზოგადოების ამ ნაწილმა? რომ იგი მოატყუეს? უცნაური და სასაცილოა ერთდროულად.

მოსკოვი უკვე ცდილობს სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაამართლოს: „მისი ნათქვამი „მორიგე“ განცხადების კატეგორიას მიეკუთვნება, რათა დასავლეთმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი „თავის მომხრე ადამიანად“ მიიღოსო“, - ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი დიმიტრი ნოვიკოვი, - „სალომე ზურაბიშვილს ასეთი სიტყვებით სურს ის ეჭვები გააქროს [პრორუსულობის თაობაზე], რომლებიც მის მიმართ საარჩევნო კამპანიის დროს გაჩნდა... ამ განცხადებების საფუძველზე ბევრმა სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა, „ნაციონალების“ ჯიბრზე, რომლებიც ასევე დასავლური ორიენტაციისანი არიან“.

უნდა დავეთანხმოთ დიმიტრი ნოვიკოვს - მართლაც ასეა. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ რა თამაში ჩაიფიქრა ყოფილმა „ფრანცუჟენკამ“, რომელსაც პრეზიდენტი სავარძელი ჯერ დაუკავებია? რას ნიშნავს ყველა ეს პროდასავლური განცხადებები - რაღაც ანგარიშს, რომელიც საქართველოს რეალურ „ხაზეინთან“ არის სეთანხმებული? თუ უკვე წასასვლელად გამზადებული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მსგავსად, სალომე ზურაბიშვილმაც გადაწყვიტა აქედანვე ეჩვენებინა მტკიცე მედასავლეთე პოლიტიკოსის ჭეშმარიტი სახე?

როგორც მოსალოდნელი იყო, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, როგორც ახლო მეზობელმა, საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა...

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930