გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხზე გადაცემას წაიყვანს

6-12-2018

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ტელეარხზე ZIK გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, თიზერს კი თავად სააჯაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.


გადაცემა ეთერში 7 დეკემბრიდან ყოველ პარასკევს 18:30 სთ-ზე გავა.


გადაცემის სახელწოდებაა „ჯოკრები - გზა პრეზიდენტობისკენ“. ის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შესახებ გადაღებულ სიუჟეტებს ექსპერტებთან ერთად გააანალიზებს.


ის ამ არხზე სევგილ მუსაევს შეცვლის, რომელიც აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად.


იმავე ტელეარხზე გასულ წელს სააკაშვილს სხვა გადაცემა - „სხვა უკრაინა“ მიჰყავდა. ის გადაცემას მხოლოდ რამდენიმე თვე, 2017 წლის მარტიდან ივნისამდე უძღვებოდა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930