6-12-2018
კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი დოჩია, იგივე "გალსკი" დააკავეს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 2019 წლამდე ეკრძალებოდა, თუმცა მან საზღვრის გადაკვეთა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდით ავლით შეძლო. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, კიევში დანაშაულებრივი ჯგუფების გავლენების სფეროების გადანაწილებას გეგმავდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ნუკრი დოჩიას ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდა, თუმცა ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არ წერია, რომელ ქვეყანაში მოხდა ე.წ. კანონიერი ქურდის გაძევება.