გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქედაში ხანძრის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაშავდა

6-12-2018

აჭარაში, ქედაში ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.


როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლი სოფელ გობრონეთში ბოლქვაძეების საცხოვრებელ სახლს გუშინ საღამოს გაუჩნდა, თუმცა, მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა მალევე შეძლეს.


ხანძრის დროს სახლში 17 წლის ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომელიც დაშავდა და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


მედპერსონალის ინფორმაციით, დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.


მეხანძრე-მაშველების განცხადებით, დაიწვა სახლის სამი ოთახი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031