გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„iz.ru“(რუსეთი): შავ ზღვაზე ნატოს გემები რუსეთს ძალიან გააღიზიანებს და ყველაზე ცუდ დღეში ის ქვეყანა ჩავარდება, ვის ნავსადგურებშიც უცხო გემები იქნება

6-12-2018

„ქერჩის სრუტეში უკრაინის პროვოკაციამ საზღვარგარეთ ანტისურული განცხადებები გამოიწვია. დაიწყო ლაპარაკი შავ ზღვაში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ხომალდების მუდმივ ყოფნაზე.


შეუძლია დასავლეთს ხომალდების დაჯგუფება ჰყავდეს შავ ზღვაში? თეორიულად, კი, მაგრამ არის გარკვეული ნიუანსები“-ასე იწყება რუსული გამოცემის, «Известия»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც შავ ზღვაში ამერიკულ ან ნატოს საზღვაო ძალების შესაძლო დისლოკაციას ეხება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ დიმიტრი ბოლტენკოვის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


თანამედროვე სამხედრო ხომალდს მძლავრი ზურგის უზრუნველყოფა ჭირდება. ახლა მე-18 საუკუნე აღარ არის, როცა აფრიანი ფრეგატი სადღაც აღდგომის კუნძულზე შეივლიდა, მეზღვაურები ხეებს მოჭრიდნენ გემბანის სარემონტოდ, წყალს და ქოქოსს (ბანანს) მოიმარაგებდნენ და ისევ გაცურავდნენ.


დღეს სამხედრო ხომალდს ჭირდება პირსი, ჭირდება სხვადასხვა საწვავ-საპოხი მასალები, შეკუმშული ჰაერი, ელექტროობა, ორთქლი, მის ეკიპაჟს კი კვების უამრავი რაციონი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ზეთანამედროვე იარაღის სარემონტო სახელოსნოები. ზედმეტი არც მცურავი დოკები არ იქნება.. შეუძლიათ ნატოს ხომალდებს ეს ყველაფერი შავ ზღვაში მიიღონ? მაინცდამაინც დიდი იმედები არ არის.


რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის უღარიბესი წევრები არიან. თავის დროზე საბჭოთა კავშირმა ორივეს სერიოზული სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურა შეუქმნა, მაგრამ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შემდეგ რაც აშენებული იყო, ყველაფერი მიანგრ-მოანგრიეს. რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო ფლოტები ნამდვილი ანტიკვარიატია. მართალია, რუმინეთს ორი სამხედრო ფრეგატი ჰყავს, მაგრამ ისიც ინგლისის ნაჩუქარი, თანაც 1982 წლის ფოლკლენდის ომგამოვლილი. ბულგარეთს კი ბელგიამ სამუზეიმო გემი აჩუქა... აბა, ამ ქვეყნებში სად შეიძლება უახლესი ამერიკული ნაღმოსნის ბაზირება?


უკრaინა და ოდესის ნავსადგური? იქ ისედაც ვერ ეტევა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნარჩენები. საქართველო და ბათუმი? ეს უკვე სასაცილოც არ არის. ამერიკული გემი ქართული სტუმართმოყვარეობისაგან ბრძოლისუნარიანობას დაკარგავს.


ახალი ლოჯისტიკური ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას ძალიან დიდი ხანი ჭირდება და თან ძვირი ჯდება. ნატო ამაზე არ წავა, ალიანსის ევროპელ წევრებს სამხედრო ბიუჯეტებში გარღვევა აქვთ.


აშშ-ის მე-6 ფლოტის ძირითადი ბაზები ხმელთაშუა ზღვაში ესპანეთსა და იტალიაში მდებარეობენ, რომლებიც შავ ზღვას საკმაო მანძილით არიან დაშორებულები. რა თქმა უნდა, არის ნატოს კიდევ ერთი წევრი - თურქეთი, რომელსაც შავ ზღვაზე კარგად მოწყობილი სამხედრო-საზღვაო ბაზირების პუნქტები აქვს. მაგრამ შემოუშვებს თუ არა შავ ზღვაში მუდმივად ანკარა უცხო სამხედრო ხომალდებს?


ოსმალეთის იმპერია ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს უკვე ხუთასი წელია ფლობს. სულთნების პერიოდში ვერცერთი უცხო გემი უნებართვოდ შავ ზღვაში შესვლას ვერ ბედავდა. სხვათა შორის, თურქები რუსეთის საიმპერატორო ფლოტსაც უბღვერდნენ ხოლმე.


ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სრუტეების იურიდიული სტატუსი 1936 წელს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში დადებულმა კონვენციამ მოაწესრიგა - შავ ზღვაში სავაჭრო-სამოქალაქო და სამხედრო გემების ნავიგაციის წესები. თურქეთმა კონტროლის გარკვეული უფლებები აღიდგინა. ანკარა ცდილობდა დაეცვა მონტრეს კონვენცია მეორე მსოფლიო ომის დროსაც: გერმანიის სამხედრო გემები სრუტეებში იარაღის გარეშე გადი-გამოდიოდნენ. ასევე ითხოვდა თურქეთი საბჭოთა კავშირის გემებისგანაც. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი თვითონაც ნატოს წევრია, დღეს ალიანსის სხვა ქვეყნების ხომალდებს შავ ზღვაში მუდმივად ყოფნის უფლება არ აქვთ.


ცხადია, შავ ზღვაზე აშშ-ისა და ნატოს გემების მუდმივი ყოფნა (თუ ასე მოხდება!) რუსეთს ძალიან გააღიზიანებს და რეაქციაც დაუყონებლივი იქნება. სიტუაციის გამწვავების დროს ყველაზე მეტად ის ქვეყანა ჩავარდება ცუდ დღეში, ვის ნავსადგურებშიც უცხო გემები იქნება. ეს მშვენივრად ესმის ყველა [შავიზღვისპირა სახელმწიფოს].


ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ თურქეთი გარისკავს და რუსეთთან ამჟამად არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ ურთიერთობას დაარღვევს ამერიელი პოლიტიკოსების ინტერესებისათვის... არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკა თურქეთს სანქციებსაც უცხადებს ხოლმე. შემთხვევითი არაა, რომ არგენტინაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის დრო სწორედ რეჯებ ერდოღანთან საუბარს დაუთმო...

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930