გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით მიღწეული წარმატებები ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითოა

6-12-2018

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელობაზე მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის დეტალური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განმარტა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კონფერენციაზე, ნატოს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამოდელო ქვეყანა.

 

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ეროვნული დონის პრიორიტეტია, რომელიც 14 ინიციატივას მოიცავს. მინდა აქტიური ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა ქვეყანასა და ექსპერტებს. ჩვენი მიღწევები, სწორედ, ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის ფარგლებში, საქართველო იორდანიისთვის გამოცხადდა როგორც სამოდელო ქვეყანა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით მიღწეული წარმატებები ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითოა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930