გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

6-12-2018

თბილისის ნაწილს ხვალ სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

 

კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:

 

დიდგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მაცხოვრებლებს.

 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, ხიდის, ათონელის, ფხოვის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, ლოჭინის ხევის და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ნაკადულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა ზონების, ემხვარის, პეტრიწის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა  ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930