გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედროებისთვის სახელფასო უზრუნველყოფა უმჯობესდება

6-12-2018

„დავიწყეთ ახალი, გაუმჯობესებული სახელფასო უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებისთვის. რეფორმა წელს 2500-მდე სამხედრო მოსამსახურეს შეეხო“ - აღნიშნული სიახლის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უწყების მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების წინაშე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამჟამად საუბარია ინსტრუქტორებსა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ბატალიონებზე. 

„ჩვენ გვაქვს ამბიცია სხვა ელიტური ბატალიონებიც მოვიცვათ, რათა სახელფასო პოლიტიკა და გაუმჯობესებული ანაზღაურება იყოს რეალობა. 2020 წლისთვის 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურე განახლებული სახელფასო უზრუნველყოფის მიღებას შეძლებს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031