გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

7-12-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციითა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

ეს განცხადება მან საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"მისასალმებელია, რომ დღეს პარლამენტი მასპინძლობს მნიშვნელოვან ფორუმს, რომლის მიზანია დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის სრულყოფის პროცესის ხელშეწყობა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას ნიშნავს, რომელიც მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს უზრუნველყოფს, ამავე დროს, ისეთ პირობებს ქმნის, რათა სწორედ თავისუფალ მოქალაქეთა ნებას ემყარებოდეს როგორც საერთო ეროვნული, ისე რეგიონალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა.

ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება, სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ეს კი მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობენ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.

სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის.

შესაბამისად, მმართველობის დეცენტრალიცაზია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მნიშვნელოვანია და ჩვენი თავრობის ერთ-ერთი ამოცანა გახლავთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციით და ამავე დროს, სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ინტენსიური მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაქსიმალურად ვიზიარებდეთ მომავალი რეფორმების სულისკვეთებას და გეგმაზომიერად ვიმუშაოთ ამ გზაზე საერთო წარმატებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, ამ მხრივ სახეზეა მრავალი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ურყვეად მივიწევთ დეცენტალიზაციის გზით ადგილზე დემოკრატიული მექანიზმების მყარად დასამკვიდრებლად დამატებითი ფინანსური რესურსები იზრდება წლიდან წლამდე და ამ მხრივ გამონაკლიზი არ იქნება არც 2019 წლის ბიუჯეტი.

მოგეხსენებათ, წელს არის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლისთავი და სიმბოლურია რომ წელს ვასრულებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირებას და რაც მნიშნველოვანია ვიწყებთ ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესს.

მინდა კდიევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930