გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გამაგრების პროცესს აგრძელებს

23-01-2018

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვრის გამაგრების პროცესს აგრძელებს, – იტყობინება ადგილობრივი სააგენტო „რეს“დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით და გასული წლის შედეგების შეჯამებასაც აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, „2017 წლის განმავლობაში დაიწყო გამყოფი ხაზის საინჟინრო მოწყობილობებით აღჭურვა.

ოკუპირებულ რეგიონში, ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთთან 1250 მეტრის მანძილზე დამონტაჟდა რკინის ღობე და რუსეთის „ფეესბეს“ სასაზღვრო დანაყოფთან შეთანხმებით დაიდგა 83 გამაფრთხილებელი ნიშანი და ეს პროცესი გრძელდება“, – აცხადებენ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში.

„რეს“-ის ინფორმაციით, 2017 წელს დე ფაქტო მთავრობის დადგენილებით, გამარტივდა ე.წ. სასაზღვრი რეჟიმის წესებიც და დაკორექტირდა ასეთი „ზონების საზღვრები“.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930