გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შშმ პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

7-12-2018

შშმ სტატუსის დამადასტურებელს დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისათვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთვევაში უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციით სარგებლობას 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ და შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც თავისუფლდებიან. მზა დოკუმენტები მოქალაქეს 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა.


თეა წულუკიანის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობის აქცია 2013 წლიდან სისტემატურად ცხადდება. 2013-2018 წლებში გაცემული 2 600 000-ზე მეტი პირადობის მოწმობიდან ნახევარზე მეტი − 1 500 000-მდე დოკუმენტი, უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული, ამჯერად კი, აქცია სპეციალურად შშმ პირებისათვის გამოცხადდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930