გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნატალია საბანაძე: საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერება არ ემუქრება

23-01-2018

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა არ იგეგმება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

საბანაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის კომისიაში 20 დეკემბრის ანგარიშს განიხილავენ, თუმცა ეს საქართველოს არ ეხება.

„მიმდინარეობს რუტინული განხილვა, არაფერი ამაში საგანგებო და არაგეგმური არ არის. საუბარია კომისიის ანგარიშზე, მთელ რიგ ქვეყნებთან როგორ მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლა. საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, სიმართლე არ არის, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა იგეგმება. ამის ალბათობა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა ზოგადად, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ვალდებულებების შესრულება და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები“, – აცხადებს ნატალია საბანაძე.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930