გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

8-12-2018

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და მისი მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობასა და ორგანიზაციის როლის გაზრდას.

აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო, მათ შორის ეუთო-ს მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატისადმი მხარდაჭერა და აღნიშნეს ამ პროცესში ეუთო-ს მონაწილეობის მნიშვნელობა, ისევე როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის როლსა და მისი მუშაობის განახლების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული მხარის აქტიურ თანამშრომლობას ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ქართულ მხარეს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ახალი პრეზიდენტის არჩევა, თავის მხრივ ქართულმა მხარემ აღნიშნა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის როლი და საქმიანობა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნა გაცემული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930