გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო განცხადებას ავრცელებს

8-12-2018

საფრანგეთში საქართველოს საელჩო, საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქებს მიმართავს და მოუწოდებს მოერიდონ ადგილებს, სადაც მომიტინგეების შეკრება იგეგმება.


საელჩოს საგანგებო მიმართვა დღეს, პარიზში ყვითელი ჟილეტების მოძრაობის საპროტესტო აქციას უკავშირდება. საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზი სადაც საქართველოს მოქალაქეები საჭიროების შემთხვევაში დარეკვას შეძლებენ. +33783318689


მასშტაბურ აქციებთან დაკავშირებით, საფრანეთში უპრეცენდენტო ზომებია მიღებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქუჩებში 89 ათასი სამართალდამცველი გაიყვანეს წესრიგის დასაცავად და არეულობის თავიდან ასაცილებლად. პარიზში ჯავშანმანქანების მობილიზებაც მოხდა.


პოლიციამ ქალაქში მდებარე ბარებისა და რესტორნების მფლობელებს მოუწოდა დღეს დაწესებულებები არ გახსნან. დაკეტილი იქნება მუზეუმები და სხვა ტურისტული ადგილები მათ შორის ეიფელის კოშკი, ლუვრი.   

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930