8-12-2018
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 8 დღე რჩება. ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.
ოფიციალური ცერემონიის სხვადსახვა ღონისძიების ადგილებად წინანდლის მამული და თბილისიც განიხილება.
პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრების ვიანაობა სავარაუდოდ ორშაბათს გახდება ცნობილი. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მთავრობისა და შემოქმედებითი ჯგუფის 30 წევრია გაერთიანებული.
ცნობილია რომ, ცერემონია საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფერებში იქნება გაფორმებული, დეკორაცია კი ორგანული მასალისგან დამზადდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, ყოფილი პრეზიდენტი დაესწრება