9-12-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების, წყალსადენის, ჭედიას, ლაზოს, მონასტრის, შუშის და კუპატაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე დემეტრე თავდადებული ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე მოსკოვის გამზირის და მოსკოვის გამზირის II კვარტლის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 12 საათამდე პაატა სააკაძის, ასპინძის, ბოდავის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ნინო და კალისტრატე სალიების, ძეგავის, გუმათის, ახუთის, ლამის და გორგასლის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 12 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გოგოლაურის (ნაწილობრივ) და დიდუბის ქუჩების, 12 საათიდან 14 საათამდე გოგოლაურის (ნაწილობრივ) და აგლაძის ქუჩების, ხოლო 14 საათიდან 16 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კედიას ქუჩის მაცხოვრებლები.