10-12-2018
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მომხდარის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომობილის საჭესთან მჯდომი შუახნის მამაკაცი. ის ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური.