გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი“

10-12-2018

"ნაცმოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც სავარაუდოდ, საკუთარი თანაპარტიელის, პარლამენტარ სალომე სამადაშვილის გუშინდელ განცხადებას პასუხობს. შეგახსენებთ, რომ სამადაშვილმა უარი განაცხადა, პრეზიდენტის არცევნები არალეგიტიმურად ცნოს და შესაბამისად, არ აპირებს ამის გამო გამართულ აქციებში მონაწილეობას:


„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან. თაიმინგიც ისევ მრავლისმთქმელია და კონტექსტიც. ასეა: გამომძალველთან მოლაპარაკებას ბუმერანგის ეფექტი აქვს - სანამ ძლიერი ხარ, დროებით გიფრთხის და როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ მოგაჭერს. აბა სხვა მხრივ უფასოს და მუდამ გამორჩენაზე მყოფს სხვა რა ინტერესი აქვს? ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა. სხვისი არ ვიცი და ჩემი დეჯავიუ მგონი აწი იწყება“, - წერს ნინო კალანდაძე.






geotimes.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031