გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილი გიორგი არველაძეს: ,,ძალიან შემცდარხარ, ძვირფასო გიორგი”

10-12-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი არველაძეს პასუხობს, რომელმაც ქართველ ახალგაზრდებს უტვინო ჯოგი და უპასუხისმგებლო ნახირი უწოდა.


,,სინამდვილში არასდროს არ გვყოლია ასეთი მაგარი ახალგაზრდობა, როგორც ახლა. მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა მათთან და ძალიან ვამაყობ მათით.

ძვირფასო გიორგი, თუ მართლა ძვირი წამოგცდა მათი მისამართით, ძალიან შემცდარხარ და იმედია, შეიცვლი შენს აზრს”, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არველაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა, რომელიც ქართველი ახალგაზრდობისა და სტუდენტების წინააღმდეგ იყო მიმართული.


“საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი. ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით”, – დაწერა არველაძემ, მაგრამ მალევე ეს პოსტი წაშალა და მის ნაცვლად ახალი ,,გამოაცხო”:


დღეს რომ აკაკი და ილია ცოცხლები იყვნენ, ერთი იტყოდა ,,ფურთხის ღირსი ხარ, საქართველოო”, მეორე კი იტყოდა, რომ ჩვენ ვართ ,,ქედდრეკილი, მანკიერი, ქვემძრომელი, ცრუ, ყრუ, მუნჯი, უნჯი, მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, ცბიერი და ფლიდი ერი”.




sarkenews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031