გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თელავის ცენტრში ინაუგურაციისათვის მონიტორებს დაამონტაჟებენ, თბილისიდან შესაძლოა უფასო ავტობუსები დაინიშნოს

10-12-2018

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მოსაწვევები უკვე დაიგზავნა იმ ქვეყანაში, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს დამყარებული. „რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციას სავარაუდოდ დაესწრება ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად, თუმცა, ეს გეგმა საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე შეიძლება გადაიხედოს.


ასევე იქნებიან მაღალი რანგის სტუმრები გაეროდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ასევე საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და პირადად სალომე ზურაბიშვილის ახლო მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჯამში დაახლოებით ათასზე მეტი უცხოელი სტუმარი.


როგორც ფრანგული პრესა წერს, ფრანგი დიპლომატის, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ერთგვარი რევანშია საბჭოთა ხელისუფლებაზე, რომელმაც თავის დროზე სამშობლო დაატოვებინა საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ოჯახს და ათასობით ქართველს, დღეს ბოლშევიკების მიერ გაძევებული ქართველთა შთამომავლები სამშობლოში ბრუნდებიან.


ცნობისთვის, ფიცის დადების ცერემონია, თელავში 16 დეკემებრს, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში გიმართება, რომელსაც დაესწრებიან ოფიციალური პირები, თბილისში აკრედიტებუი საელჩოების წარმომადგენლები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები.

ინაუგურაციაზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან თელავამდე უფასო ავტობუსების დანიშვნის შესაძლებლობა განიხილება. თუმცა, უშუალოდ ერეკლე მეფის სასახლეში შესვლის საშუალება მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს ექნებათ. რიგითი მოქალაქეებისავთის თელავის ცენტრში მონიტორები დამონტაჟდება და მათს ასე შეეძლებათ ადევნონ თვალი ამ ღონისძიებას.


ამ დღისთვის კაბა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ფიცის დადების დროს დაამშვენებს, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის, ცნობილი ქართველი მეცნიერის, "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ ენაზე მთარგმნელის, სერგი წულაძის შთამომავალის შემოქმედებაა. იგი რამდენიმე დღეა თბილისშია, თუმცა რა ფერის და როგორი იქნება საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სამოსი, მკაცრად გასაიდუმლოებულია.

საზეიმო მიღება გაიმართება წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.


„მოხარული ვარ, რომ საზეიმო მიღება გაიმართება ჩემი წინაპრების მამულში. მოწვევა ჯერ არ მიმიღია, მაგრამ შემიძლია დავესწრო როგორც მასპინძელი. კარგი გადაწყვტილებაა, რომ ინაუგურაცია ტარდება რეგიონში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სადა და გემოვნებიანიანი ღონისძიება იქნება. თანაც, ამ გადაწყვეტილას სიმბოლური დატვირთვაც აქვს, წინანდალი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ქართულ-ევროპული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია", - განაცხადა „რეზონანსთან" კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა.


resonancedaily.com

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930