11-12-2018
კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. კიევის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება მორიგი თავდასხმის შემდეგ აიყვანეს.
ჯგუფის 3 წევრი პოლიციამ ცხელ კვალზე, სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. გაქცევის მცდელობისას დაიჭრა ერთ-ერთი ბრალდებული. ჩხრეკისას მათ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა აღმოჩნდათ. გამოძიება ამ ეტაპზე დაკავებულების ვინაობას არ ასაჯაროებს.